ვებგვერდს bang.ge მართავს ი/მ გიორგი გუშარაშვილი (ს/ნ 35001116153), მისამართი: 31 მეგობრობის გამზირი, რუსთავი 3700, ტელეფონი: +995 571 22 84 04.
შეკვეთა მიიღება ყოველდღე 12:00-დან 02:00-მდე. შეკვეთა გაფორმებულად ითვლება, როცა საიტზე მიიღებ შეკვეთის ნომერს.
ფასები მითითებულია ლარში და მოიცავს ყველა გადასახადს.
შეკვეთას თავად იღებ ჩვენთან, მისამართზე: 31 მეგობრობის გამზირი, რუსთავი 3700. შეკვეთის სტატუსს შეკვეთის გვერდზე ნახავ.
შეკვეთის საფასური წინასწარ იხდება, შეკვეთის გაფორმებისას: ბარათით, ონლაინ, ბანკის დაცულ გვერდზე, ან, სანამ ბარათით გადახდა ჩაირთვება, საბანკო გადარიცხვით ჩვენს ანგარიშზე, დანიშნულებაში შეკვეთის ნომრით. გადარიცხვით გადახდილი შეკვეთა სამზარეულოში გადადის, როგორც კი თანხის მიღებას დავადასტურებთ; თუ გადარიცხვა დადგენილ ვადაში არ დადასტურდა, შეკვეთა უქმდება. გადახდა შეკვეთის მიღებისას არ ხდება. ბარათის მონაცემები ჩვენთან არ ინახება და ჩვენთვის ხელმისაწვდომი არ არის.
შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია მომზადების დაწყებამდე, ჩვენთან დარეკვით. ბარათით გადახდილი თანხა სრულად დაგიბრუნდება იმავე ბარათზე, ბანკის დამუშავების ვადაში (ჩვეულებრივ 1-5 სამუშაო დღე). თუ შეკვეთა არასრული ან დაზიანებული მოგივიდა, დაგვიკავშირდი იმავე დღეს: შევცვლით პროდუქტს ან დაგიბრუნებთ მის ღირებულებას.
შეკვეთისას მითითებულ იმეილზე ავტომატურად იქმნება ანგარიში, სადაც გროვდება ქულები. ქულების გამოყენება შესაძლებელია იმეილზე გამოგზავნილი კოდით ანგარიშზე შესვლის შემდეგ. ქულები არ იცვლება ფულზე და არ გადაეცემა სხვა პირს. გაუქმებული შეკვეთის ქულები ბრუნდება.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდი: +995 571 22 84 04, support@bang.ge.