ბოლო განახლება: 29 სექტემბერი, 2026.
მონაცემთა დამმუშავებელია ი/მ გიორგი გუშარაშვილი, საიდენტიფიკაციო ნომერი 35001116153, მისამართი: 31 მეგობრობის გამზირი, რუსთავი 3700, ტელეფონი: +995 571 22 84 04. ვებგვერდი: bang.ge, ბრენდი „ბენგ! ბურგერი“.
შეკვეთისას: სახელს, მობილურის ნომერს, იმეილს, მიტანის მისამართს, კომენტარს, შეკვეთის შემადგენლობას, თანხას და გადახდის ფორმას.
WhatsApp-ით: თუ ნომერს WhatsApp-ით დაადასტურებ, WhatsApp-ით შეხვალ ანგარიშზე ან WhatsApp-ზე მოგვწერ, ვინახავთ შენს WhatsApp ნომერს, ბოლო შეტყობინების დროს (რომ ვიცოდეთ, შეგვიძლია თუ არა პასუხის გაცემა), შენს შეტყობინებებს მიმართვის სახით და WhatsApp-ის პროფილის სახელს.
ანგარიშზე: იმეილს, სახელს, ტელეფონს, შეკვეთების ისტორიას, ქულებს, ბენგ კლუბის სტატუსს, გათამაშების ბილეთებს, სარეკლამო წერილებზე თანხმობას, ასევე Instagram-ის ან Facebook-ის სახელს, თუ გამოწერის ბონუსს მოითხოვ.
მეგობრის მოწვევისას: რომელი ბმულით მოხვედი ჩვენთან (ქულების დასარიცხად მოწვევის ავტორისთვის).
მომხმარებლის პროფილი: შეკვეთების ისტორიიდან ვითვლით შენს სტატისტიკას (შეკვეთების რაოდენობა და ჯამი, საშუალო ჩეკი, საყვარელი პროდუქტები, ჩვეული შეკვეთის დრო, მიტანა თუ გატანა, ბოლო შეკვეთის თარიღი) და ამის მიხედვით გაკუთვნებთ ჯგუფს (მაგალითად, „ახალი“, „ერთგული“, „დიდი ხანია არ შეუკვეთავს“). ვინახავთ ასევე შეკვეთის შეფასებას, თუ დაგვიტოვებ, და შიდა შენიშვნებს მომსახურებისთვის (მაგალითად, ალერგიაზე).
სარეკლამო წერილებთან დაკავშირებით: როდის და სად მოგვეცი თანხმობა ან როდის გააუქმე ის; რომელი წერილი გამოგიგზავნეთ, მივიდა თუ არა, გახსენი თუ არა (წერილში ჩასმული პატარა სურათით) და დააჭირე თუ არა ბმულს. თუ შეკვეთის ფორმაზე მონიშნავ სარეკლამო წერილების ველს, ვინახავთ იმეილს და კალათის შემადგენლობას, რომ შეკვეთა თუ ბოლომდე ვერ მიიყვანე, ერთხელ შეგახსენოთ.
ბარათის მონაცემებს ჩვენ არ ვხედავთ და არ ვინახავთ: გადახდა ხდება ბანკის დაცულ გვერდზე.
ტექნიკური მონაცემები: შეკვეთისას, ანგარიშზე შესვლისას და პროფილის შეცვლისას ვინახავთ შენს IP მისამართს და ბრაუზერის ინფორმაციას (მოწყობილობის და ბრაუზერის ტიპს). ეს გვჭირდება შეკვეთის დასამუშავებლად, თაღლითობის თავიდან ასაცილებლად და საიტის უსაფრთხოებისთვის. ამ მონაცემებს ვინახავთ 12 თვის განმავლობაში, შემდეგ კი ავტომატურად ვშლით. მესამე მხარეს არ ვუზიარებთ, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
შეკვეთის მისაღებად, მოსამზადებლად და მისატანად, საჭიროების შემთხვევაში დასარეკად; შეკვეთის სტატუსის იმეილით და, თუ ნომერს WhatsApp-ით დაადასტურებ, WhatsApp-ითაც შესატყობინებლად; ნომრის დასადასტურებლად; ანგარიშზე შესასვლელი კოდის გასაგზავნად; ქულების, ბენგ კლუბის, საჩუქრების და ყოველთვიური გათამაშების საწარმოებლად; კუპონების ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად; საგადასახადო და ბუღალტრული აღრიცხვისთვის; მომსახურების გასაუმჯობესებლად (შეფასებები, სტატისტიკა). სარეკლამო წერილებს ვაგზავნით მხოლოდ შენი თანხმობით (იხ. ქვემოთ).
სარეკლამო წერილს ვუგზავნით მხოლოდ მას, ვინც ამაზე დაგვთანხმდა ველით „მინდა იმეილზე მივიღო აქციები, სიახლეები და შეხსენებები“: რეგისტრაციისას, შეკვეთის ფორმაზე ან ანგარიშის პარამეტრებში. შეკვეთის ფორმაზე ეს ველი წინასწარ მონიშნულია: თუ არ გინდა, შეკვეთამდე მოხსენი მონიშვნა. სხვაგან ველი თავიდან მონიშნული არ არის. მისი მონიშვნა შეკვეთის პირობა არ არის.
თანხმობის შემთხვევაში შეიძლება მიიღო: მისასალმებელი წერილი, შეხსენება დაუსრულებელ შეკვეთაზე, მადლობა და შეფასების თხოვნა შეკვეთის შემდეგ, შეხსენება ქულების ვადის გასვლამდე, ახალ დონეზე და ბენგ კლუბზე შეტყობინება, გათამაშების შეხსენება, პერსონალური შეთავაზებები (მათ შორის ერთჯერადი კუპონი, თუ დიდი ხანია არ შეგიკვეთავს) და სიახლეები. შინაარსი შეიძლება მოერგოს შენს შეკვეთებს (მაგალითად, საყვარელ პროდუქტს). წერილების რაოდენობას ვზღუდავთ (არაუმეტეს ერთისა დღეში და სამისა კვირაში) და ღამით არ ვაგზავნით.
თანხმობის გაუქმება ისეთივე მარტივია, როგორც მიცემა: ყოველი სარეკლამო წერილის ბოლოს არის ბმული „გამოწერის გაუქმება“, რომელიც ერთი დაჭერით მოქმედებს; ასევე შეგიძლია გამოიყენო „იმეილის პარამეტრები“ ან ანგარიშის გვერდი. გაუქმების შემდეგ სარეკლამო წერილებს დაუყოვნებლივ ვწყვეტთ. შეკვეთის სტატუსის და შესვლის კოდის წერილები სერვისულია და თანხმობაზე არ არის დამოკიდებული. WhatsApp-ზე სარეკლამო შეტყობინებებს არ ვგზავნით, მხოლოდ შეკვეთის სტატუსს და პასუხებს შენს შეტყობინებებზე.
შეკვეთის შესრულება და ანგარიშის მომსახურება (ხელშეკრულება), კანონით დაკისრებული ვალდებულებები (აღრიცხვა), ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი (თაღლითობის პრევენცია, მომსახურების გაუმჯობესება, საიტის ნახვების სტატისტიკა) და შენი თანხმობა (სარეკლამო წერილები).
მონაცემებს არ ვყიდით. ვუზიარებთ მხოლოდ იმ პარტნიორებს, რომლებიც მომსახურებისთვის აუცილებელია და მხოლოდ საჭირო მოცულობით:
ზოგიერთი მათგანის სერვერი შეიძლება საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარეობდეს; ასეთ შემთხვევაში ვიყენებთ მხოლოდ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების მქონე სერვისებს.
ვიყენებთ აუცილებელ ქუქიებს (ანგარიშზე შესვლის სესია, WhatsApp-ით დადასტურების სესია 1 დღით) და ბრაუზერის მეხსიერებას (კალათა, შეკვეთის ფორმის ველები, მეგობრის მოწვევის ბმული 30 დღით). როცა სარეკლამო წერილის ბმულით შემოდიხარ, 7 დღით ვინახავთ ქუქის, რომელიც გვეუბნება, რომელი წერილიდან მოხვედი (მხოლოდ ჩვენი წერილების ეფექტიანობის დასათვლელად).
საიტის ნახვების სტატისტიკისთვის ვიყენებთ Google Analytics-ს (მომწოდებელი: Google Ireland Limited და Google LLC). ის შენს ბრაუზერში ინახავს ქუქიებს _ga და _ga_*, რომელთა მეშვეობითაც ითვლის, რამდენი სტუმარი შემოდის და როგორ იყენებენ საიტს. ასე ვიგებთ, რომელ გვერდებს ათვალიერებენ, რა მოწყობილობიდან და ბრაუზერიდან შემოდიან, საიდან მოდიან (მაგალითად, საძიებო სისტემიდან ან სოციალური ქსელიდან) და დაახლოებით სად იმყოფებიან (ქალაქი ან ქვეყანა, რომელსაც Google IP მისამართით ადგენს). ჩვენ ვხედავთ მხოლოდ შეჯამებულ, ანონიმურ სტატისტიკას და მას ვიყენებთ მხოლოდ საიტის გასაუმჯობესებლად. სახელს, ტელეფონს, იმეილს, მისამართს ან შეკვეთის დეტალებს Google-ს არ ვუგზავნით. Google Analytics-ში ეს მონაცემები ინახება არაუმეტეს 14 თვისა, ქუქიების მოქმედების ვადა კი არ აღემატება 2 წელს. Facebook-სა და Instagram-ზე ჩვენი რეკლამების შედეგების გასაზომად ასევე ვიყენებთ Meta Pixel-ს (მომწოდებელი: Meta Platforms, ქუქი _fbp), მაგრამ სახელს, ტელეფონს ან იმეილს Meta-ს არ ვუგზავნით.
თუ არ გინდა, რომ შენი ვიზიტი სტატისტიკაში მოხვდეს, ბრაუზერის პარამეტრებში წაშალე ან დაბლოკე ქუქიები (ან მხოლოდ _ga და _fbp ქუქიები), დააყენე Google Analytics-ის გამორთვის დამატება (tools.google.com/dlpage/gaoptout) ან გამოიყენე პირადი (ინკოგნიტო) ფანჯარა, რომელიც დახურვისას ქუქიებს შლის. საიტი და შეკვეთა ამის შემდეგაც ჩვეულებრივ იმუშავებს. სარეკლამო ქუქი მხოლოდ ერთი გვაქვს: Meta Pixel-ის _fbp.
შეკვეთის მონაცემებს ვინახავთ იმ ვადით, რასაც საგადასახადო და ბუღალტრული კანონმდებლობა მოითხოვს. ანგარიშის მონაცემებს ვინახავთ ანგარიშის არსებობის განმავლობაში; წაშლის მოთხოვნის შემდეგ ვშლით ან ანონიმურს ვხდით, გარდა კანონით შესანახი ჩანაწერებისა. შესვლის კოდები 15 წუთში უქმდება. სარეკლამო წერილების გაგზავნის და ჩართულობის ჩანაწერებს ვინახავთ 2 წლის განმავლობაში, დაუსრულებელი შეკვეთის კალათას 30 დღე, ხოლო თანხმობის და მისი გაუქმების ჩანაწერებს ანგარიშის არსებობის განმავლობაში (როგორც თანხმობის მტკიცებულებას). IP მისამართს და ბრაუზერის ინფორმაციას ვინახავთ 12 თვის განმავლობაში. Google Analytics-ის ვადები მითითებულია ზემოთ, ქუქიების ნაწილში.
შეგიძლია მოითხოვო ინფორმაცია, თუ რა მონაცემებს ვამუშავებთ; მათი ასლი; შესწორება; წაშლა; დამუშავების შეზღუდვა; თანხმობის გამოხმობა და სარეკლამო წერილებზე უარი. მოთხოვნაზე ვპასუხობთ კანონით დადგენილ ვადაში. თუ ფიქრობ, რომ შენი უფლება დაირღვა, შეგიძლია მიმართო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს (personaldata.ge).
საიტი მუშაობს დაშიფრული კავშირით (HTTPS), ადმინისტრირებაზე წვდომა დაცულია პაროლით, ხოლო მონაცემებზე წვდომა აქვს მხოლოდ იმ თანამშრომელს, ვისაც შეკვეთის შესასრულებლად სჭირდება.
ანგარიშის შექმნა და შეკვეთა 16 წლამდე პირებისთვის მხოლოდ მშობლის თანხმობით არის დასაშვები.
პოლიტიკის ცვლილებისას ამ გვერდზე განვაახლებთ თარიღს. კითხვებისა და მოთხოვნებისთვის დაგვიკავშირდი ტელეფონზე +995 571 22 84 04 ან მისამართზე: 31 მეგობრობის გამზირი, რუსთავი 3700.